ფოტოალბომი შეიცავს ინფორმაციას ქუთაისის ისტორიის
, კულტურის, ისტორიული ძეგლების, მუზეუმების, თეატრების, სამზარეულო კულტურის, ქალაქის ტურისტული პოტენციალისა თუ სამომავლო განვითარების პერსპექტივების შესახებ.
ფოტოალბომში შესული ფოტოების უმეტესობა დავით მირზაშვილს ეკუთვნის. წიგნში ასევე, არჩილ გეგენავას,ირაკლი ვაშაკიძის,ფარნავაზ ფხაკაძის, კონსტანტინე ჭარხალაშვილის და სოფო ბობოხიძის ფოტოებია.
ქუთაისის მერის შოტა მურღულიას განცხადებით ეს არის ქუთაისის შესახებ წიგნი, რომელიც წესით რეგულარულად უნდა გამოდიოდეს.
ბოლო პერიოდში იყო ჩავარდნა და ჩვენ ეს ტრადიცია აღვადგინეთ. ჩვენ გვინდა, რომ ეს ტირაჟი გავზარდოთ და ისევე, როგორც ეს პერიოდულად ხდება ყველა წამყვან ქალაქში, ასევე ქუთაისშიც იყოს, რადგან ქუთაისს ძალიან დიდი ისტორია აქვს. ჩვენ გვინდა ეს როგორც ყველა ქუთაისელის ოჯახში იყოს, ასევე ტურისტებისთვის იყოს საინფორმაციო ხასიათის.”_ განაცხადა შოთა მურღულიამ.
წიგნი ორენოვანია – ქართული და ინგლისური. წიგნის პრეზენტაციას ქუთაისის მერი შოთა მურღულია,იმერეთის ვიცე-გუბერნატორები, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.