22 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12 101 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 14 764, ხოლო გარდაიცვალა 45 ადამიანი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 12 101 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 1 935 გამოვლინდა. კოვიდ სტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა.
ბოლო 24 საათში ჯამში ჩატარდა 47 486 კვლევა ტესტით, მათ შორის, 33 164 ანტიგენ ტესტი, ხოლო 14 322 PCR ტესტი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 25,48%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 30,65%, ხოლო 7 დღის მანძილზე — 28,55%.