საქართველოში კორონავირუსის 2 953 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 31 ადამიანი, 1 085 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 25 745 კვლევა, აქედან 15 240 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 10 505 PCR-ით. 9 იანვარს აიცრა 1 899 ადამიანი.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან იმერეთში 218 გამოვლინდა.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 962 827 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 913 528 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 218 კი გარდაიცვალა.