საკოორდინაციო საბჭოს, ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ვაქცინაციის ფინანსური წახალისება იანვარშიც გაგრძელდება.
ღიბრაძის თქმით, იანვრის თვიდან ზღვარი დაიწევს და მას 50 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები მიიღებენ.
“გადაწყვეტილების შესაბამისად, იანვრის თვეში გაგრძელდება წახალისების პროგრამა, რომელიც გულისხმობდა 200-ლარიან წახალისებას 60 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის. აქვე კიდევ ერთი სიახლეა, ასაკობრივი ზღვარი დაიწევს 50 წლამდე და ის ხალხი, ვინც ღებულობდა 60 წელს ზემოთ ასაკის, იანვრის თვიდან უკვე მიიღებს 50 წელს ზემოთ, ვინც აიცრება”, — აღნიშნა მან.