დღეს, საქართველოში კორონავირუსის 5 486 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 893, ხოლო გარდაიცვალა — 46 ადამიანი.
11 იანვრის მონაცემებით, იმერეთში კორონავირუსის 563 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევებიდან იმერეთში – 774 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მძიმე პაციენტია 254, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 25 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 57 546 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 39 284, ხოლო PCR-ით — 18 262.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 10 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,53 %,
ბოლო 14 დღის განმავლობაში — 8,10%, ხოლო 7 დღის — 9,63%.