დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  საქართველოში კორონავირუსის 5 204 შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში ვირუსს 83 ადამიანი ემსხვერპლა.

იმერეთში ვირუსის 1008 შემთხვევა დაფიქსირდა. 

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 785 პაციენტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი – 9,85%,
ბოლო 14 დღის მანძილზე – 9,85%,
ხოლო 7 დღის მანძილზე – 9,25% დაფიქსირდა.

ამ დროისთვის კორონავირუსს საქართველოში 52 765 პაციენტი ებრძვის.

სულ ჩატარებულია – 2 057 216 აცრა, დღიურად ჩატარდა – 8 224.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *