15 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1820 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 82 პაციენტი.
ბოლო 24 საათში იმერეთში ვირუსი 375 ადამიანს დაუდასტურდა.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 6 017 პირი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.03%,
ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.97% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.52%.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა მაღალია და შესაძლოა, ახალი საველე ჰოსპიტალების გახსნის საკითხი დადგეს. გამყრელიძის თქმით, მობილიზებულია 8000-მდე საწოლი.