ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” მშობიარობის შემდეგ კორონავირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
ქალი კორონავირუსის გართულებული ფორმით ზუგდიდან ქუთაისში გადაიყვანეს, პაციენტი “კლინიკა ბომონდის” რეანიმაციულ განყოფილებაში 9 დღის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კლინიკაში ამბობენ, რომ სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის მომენტისთვის მისი მდგომარეობა მძიმე იყო. პაციენტს ფილტვის ქსოვილის 72% დაზიანებული ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ქალს საკეისრო კვეთა რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.