27 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 337 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 3 137, ხოლო გარდაიცვალა — 42 ადამიანი.
კორონავირუსის 4 337 შემთხვევიდან 873 იმერეთში გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 434 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 31 582, ხოლო PCR-ით — 21 852.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8,12%,, ბოლო 14 დღის განმავლობაში — 8,91%, ხოლო 7 დღის — 8,8%.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 50 681 საიდანაც: 6 228 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, იმერეთში — 1 297.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 332 პირი, მათგან იმერეთში — 31.
ამ ეტაპისთვის ქვეყანაში თვითიზოლაციაში იმყოფება 38 206 ადამიანი.
ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 652 677-ს, მათგან გამოჯანმრთელდა — 608 861, გარდაიცვალა 9 396 ადამიანი.