ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 3965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 43 პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 627 პირი.
იმერეთში ვირუსის 753 შემთხვევა დაფიქსირდა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 513 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 303 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 210 PCR ტესტით.