დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირების საერთო რაოდენობის დაახლოებით 15% არის მოზარდები.
“დაახლოებით 15% არის ინფიცირებული მოზარდების საერთო ინფიცირებაში ამ ხნის განმავლობაში, 103 927 18 წლამდე ბავშვი და მოზარდია ინფიცირებული, აქედან 6 979-ს დასჭირდა ჰოსპიტალური მკურნალობა და სამწუხაროდ, 9 გვქონდა ლეტალური გამოსავალი ბავშვებსა და მოზარდებში. თუ არ ჩავთვლით 3 ჩვილს, სხვა ყველა შემთხვევაში იყო თანმხლები მძიმე გენეტიკური დაავადება”,-აცხადებს ამირან გამყრელიძე.
26 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონა ვირუსის 4 762 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთლდა 3 953, გარდაიცვალა 43 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 51 მოქალაქე.
დღიურად აცრილია დღიურად აცრილია – 4 927 ადამიანი.