გუშინ ქუთაისის კლინიკა “ბომონდში” კოვიდინფიცირებული 24 წლის მელოგინე ქალი გარდაიცვალა.

კლინიკის კოვიდგანყოფილებოს მენეჯერის მამია ყიფიანის ინფორმაციით, პაციენტი მძიმე მდგომარეობაში 20 აგვისტოს ბათუმიდან შეიყვანეს.
გადაუდებელი მდგომარეობის გამო 36 კვირის ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციაში მოათავსეს.
პაციენტი ოთხ დღეში გარდაიცვალა.

კლინიკაში განმარტავენ, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო, მას ფილტვების 70 პროცენტი ჰქონდა დაზიანებული.
ექიმის ინფორმაციით, პაციენტს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა არ ჰქონდა გაკეთებული.
რაც შეეხება ახალშობილს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *