დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის დირექტორი ანჟელა ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.
ცენტრის დირექტორის განცხადებით, კლინიკის თანამშრომლების 75% აცრილია, ხოლო დანარჩენი თანამშრომლების უმრავლესობა უახლოეს დღეებში აიცრება.
“მე ვარ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის კლინიკის დირექტორი, სადაც პაციენტებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევაში მონაწილეობს სხვადასხვა განათლების, პროფესიის, 750 თანამშრომელი; 750 თანამშორმლიდან დღევანდელი სტატუსით აცრილია 564 ადამიანი ანუ 75% – დანარჩენი 25% პროცენტიდან ანუ 186 ადამიანიდან უმრავლესობა აიცრება უახლოესი 10 დღის მანძილზე !
ეს არის იმის დადასტურება, რომ ჩვენი კლინიკის აბსოლიტურ უმრავლესობას გააზრებული აქვს პასუხიმგებლობა არა მარტო საკუთარი სიცოცხლის გამო, არამედ იმ კოლეგების გამოც , რომელთა გვერდით 24 საათი მუხლჩაუხრელად მსახურებენ ! გააზრებული აქვთ პასუხისმგებლობა , ყველა იმ პაციენტის გამო, რომელიც კლინიკაში შემოდის და უსაფრთხო გარემოს და დახმარებას ელოდება , ნაცვლად იმისა, რომ ინფექცია შეეყაროს! გააზრებული აქვთ პასუხისმგებლობა სამშობლოს წინაშე!
მე ვამაყობ ჩემი მედდებით, ტექნიკური პერსონალით, ექიმებით.
მე ვამაყობ ჩემი გუნდის წევრებით , რომლებმაც ყველაფერი გაკეთეს, რომ ყველა თანამშრომლამდე სწორი და დაუმახინჯებელი ინფორმაცია მისულიყო ვაქცინაციის სარგებელის შესახებ!
მე ადამიანურად მიყვარხართ თქვენ და თქვენი მსახურება ჩემთვის დიდი პატივია!
ჩვენ ეს შევძელით ერთად – თქვენ? “ – დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის დირექტორი ანჟელა ორჯონიკიძე