დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 24 აგვისტოს მონაცემებით ქვეყანაში 1 010 096 აცრაა ჩატარებული.
მათივე ცნობით, 1 დოზით ვაქცინირებულია 703 945 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 24.6%-ს შეადგენს, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 306 151 პირი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 10.7%-ია.
ბოლო 24 საათში კოვიდსაწინააღმდეგო აცრა 30 077-მა პირმა გაიკეთა.
საქართველოში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რიცხვი ამ ეტაპზე 57 840-ია.