ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 528 ახალი შემთხვევა

დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან იმერეთში 84 გამოვლინდა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში დადასტურდა, იმერეთი მეორე ადგილზეა, ხოლო შემდეგ აჭარა მოდის.

იმერეთის საავადმყოფოებში 276 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 70 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 12 პირი იმყოფება. თვითიზოლაციაში 935 მოქალაქეა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსისგან 299 პირი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 270 668-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 4 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 714 პირი ემსხვერპლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *