Საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინა
ხვალ შემოვა. Ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საჩხერეში ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ განაცხადა.
“Როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, “ფაიზერის” ვაქცინა საქართველოში ხვალ შემოვა. Პირველ ლოკაციაზე მისი ტრანსპორტირება მოხდება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. Შემდეგ კი გადანაწილდება ყველა იმ ცენტრში, სადაც განხორციელდება ვაცინაციის პროცესი. Ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება როგორც სამედიცინო პერსონალისათვის, ასევე ყველა იმ ჯგუფისათვის, რომელიც არის საკოორდინაციო საბჭოს მიერ გამოცხადებული,”-განაცხადა ტიკარაძემ.
Სამინისტროს ინფორმაციით, მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა თავად აირჩიოს რომელ ვაქცინას გაიკეთებს.
Ტიკარაძის განცხადებით, მესამე ტალღა მოსალოდნელია, ამიტომ სხვადასხვა ღონისძიებების გამკაცრება აუცილებელია, მათ შორის პირბადის ტარების წესისა და სოციალური დისტანციის.