ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 170 ახალი შემთხვევა

დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან იმერეთში 22 გამოვლინდა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში დადასტურდა, იმერეთი მეორე ადგილზეა, ხოლო შემდეგ ქვემო ქართლი მოდის.

იმერეთის საავადმყოფოებში 285 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 72 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 10 პირი იმყოფება. თვითიზოლაციაში 935 მოქალაქეა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსისგან 396 პირი გამოჯანმრთელდა. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 270 369-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 10 პაციენტი. ვირუსს ჯამში 3 710 პირი ემსხვერპლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *