იმერეთში კორონავირუსის 337 ახალი შემთხვევა
დადასტურდა. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა. მისივე თქმით, იმერეთში 4 პაციენტი გარდაიცვალა.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით იმერეთი მეორე ადგილზეა. მას წინ თბილისი უსწრებს 913 შემთხვევით. მესამე ადგილზე კი აჭარაა 296 ახალი ინფიცირებულით.
დღეს საქართველოში ვირუსის 1872 ახალი შემთხვევა დადასტურდა.