საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს
სამ დიდი ქალაქში, მათ შორის ქუთაისში გარე სივრცეებში პირბადის ტარების მკაცრი რეკომენდაცია გაიცა. ამ ის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, რეგულაციების დაცვაზე მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტრო და შრომის ინსპექცია განახორციელებს.
“მკაცრი რეკომენდაციაა გარე სივრცეებში პირბადეების ტარების. განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა არის შეუძლებელი. ეს გაკონტროლდება შესაბამისი სამსახურების მხრიდან, ამიტომ მოგიწოდებთ დღეიდან ატაროთ პირბადე,”-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მკაცრი რეკომენდაცია ასევე გაიცა თბილისსა და ბათუმში.