თერჯოლის კოვიდცენტრში 78 წლის კაცი
გარდაიცვალა. კლინიკის ხელმძღვანელის, დავით სარიშვილის განცხადებით, პაციენტს გულის მძიმე დაავადებები აღენიშნებოდა და გატანილი ჰქონდა ოპერაციაც. მისივე განმარტებით, 78 წლის კაცს გული გაუჩერდა. პაციენტი კლინიკაში 14 ოქტომბერს შეიყვანეს.
კლინიკის კოვიდცენტრში მკურნალობას 78 კოვიდინფიცირებული აგრძელებს. 24 რეანიმაციულ განყოფილებაშია, ხოლო სამის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.