თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების
ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, იმერეთში კორონავირუსის 117 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული მაჩვენებლით იმერეთი კვლავ მესამე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები კვლავ აჭარაში ფიქსირდება, ხოლო შემდეგ თბილისში. ბოლო 24 საათში აჭარაში ვირუსის 207 ახალი შემთხვევა დადასტურდა, თბილისში 168.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 9 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 102-მდე გაიზარდა.
ჯამში დღეს კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 12841 -ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 329 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 6867.