იმერეთში დადასტურებული კოვიდ 19-ის 65 შემთხვევიდან ინფიცირებულები
არიან სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისი თქმით, ვირუსი დაუდასტურდათ ტყიბულის, წყალტუბოს ერთ-ერთი სოფლისა და ქუთაისის სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. შალამბერიძის განმარტებით, სკოლები სწავლის ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ.
იმერეთის გუბერნატორი აცხადებს, რომ ზომების გამკაცრება დღის წესრიგში არ დგას, რადგან იმერეთის რეგიონში ვირუსი უკონტროლოდ არ ვრცელდება.
იმერეთის მასშტაბით კოვიდკლინიკებში 450 ადამიანია მოთავსებული. თვითიზოლაციაში 1800-მდე, ხოლო კარანტინში 200-მდე პირი იმყოფება.