საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ით გარდაცვალების
შემთხვევებიდან ერთი თერჯოლაში დაფიქსირდა. გარდაცვლილია ბათუმიდან გადმოყვანილი 60 წლის პაციენტი.
“თერჯოლამედის” დირექტორის, დავით სარიშვილის განცხადებით, კლინიკაში პაციენტი 7 ოქტომბერს მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. გარდაცვალების ფაქტი კი გუშინ დაფიქსირდა. 60 წლის ქალს სუნთქვის უკმარისობა და გულსისხლძარღვთა დაავადებები აღენიშნებოდა. ასევე, ჰქონდა სხვა თანმდევი დაავადებები და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
ამ დროისთვის კლინიკის კოვიდცენტრად გადაკეთება მიმდინარეობს.