იმერეთში კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევა

დაფიქსირდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა. კოვიდ 19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობით იმერეთი მესამე ადგილს იკავებს. ქვეყანაში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევები კვლავ აჭარაში ფიქსირდება, მეორე ადგილზე კვლავ თბილისია. ბოლო 24 საათში აჭარაში 196 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო თბილისში -178. 

საქართველოში კორონავირუსის 478 შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 12 272 დადასტურებული შემთხვევაა. ინფექციისგან ბოლო 24 საათის განმავლობაში 211 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *