კოვიდ 19 ქუთაისის ორ სკოლაში დაფიქსირდა. ინფიცირებული
ორი მოსწავლე ქუთაისის 31-ე და მერაბ ჭოხონელიძის სახელობის სკოლებიდანაა. ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, აღნიშნულ სკოლებში სასწავლო პროცესი ორი კვირით დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ინფიცირებულების კონტაქტები კი იზოლაციაში იმყოფებიან.
რაც შეეხება 41-ე სკოლას, რესურსცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ მოსწავლეს სახლის პირობებში ტემპერატურა დაუფიქსირდა და ამის შემდეგ მშობელმა სკოლას მიმართა. მას ტესტი ჩაუტარდა და შედეგებს ელოდებიან. სკოლაში კლასებში საგაკვეთილო პროცესი დღის ბოლომდე შეწყდა. სკოლის შენობას დეზინფექცია ჩაუტარდება.