იმერეთი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის მიხედვით
კვლავ მესამე ადგილზეა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, დღეს იმერეთში ვირუსის 59 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველაზე დიდი მაჩვენებელი კვლავ აჭარაში ფიქსირდება, შემდეგ კი თბილისში.
ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ს კიდევ 4 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა რაოდენობა 58-ს შეადგენს.
დღეს კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 268-ით გაიზარდა.