კოვიდ 19-ით კიდევ ერთი პაციენტი ქუთაისში, კლინიკა
“ბომონდში” გარდაიცვალა. გარდაცვლილი 62 წლის კაცია. კლინიკის ინფორმაციით, მამაკაცი კლინიკაში 24 სექტემბერს შევიდა და შესვლისთანავე მართვით სუნთქვაზე გადავიდა. პაციენტი ბათუმიდან იყო.
“პაციენტს ორმხრივ მწვავე პნევმონიასთან და სუნთქვის მწვავე უკმარისობასთან ერთად, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება აღენიშნებოდა. ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა,”-აცხადებენ კლინიკა “ბომონდში”.
დღეს იმერეთში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კლინიკებში ჯამში 370 პაციენტი მკურნალობს.