ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი
დაუდასტურდა. ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა განაცხადა. იზოლაციაში აღნიშნული სამსახურიდან 16 ადამიანი იმყოფება. თანამშრომელი სამსახურში ბოლო ერთი კირის განმავლობაში არ გამოცხადებულა.
მერიის საბინაო სამსახურის უფროსის ჯონი არაბიძის განცხადებით, ვირუსი თავდაპირველად მათი თანამშრომლის ოჯახის წევრებს დაუდასტურდა, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, საბინაო სამსახურის თანამშრომელი დაინფიცირდა. მისივე თქმით, დასაქმებულს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა.
“ონლაინ რეჟიმში ვუწევთ მოქალქეებს დახმარებას. მათ პირადად არ ვხდებით და დოკუმენტაციასთან შეხება არ გვაქვს,”-განაცხადა ჯონი არაბიძემ.
დღეს იმერეთში ვირუსის 44 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების ერთი ფაქტი დაფიქსირდა.