ქუთაისში კოვიდ 19 კიდევ ერთი “ოქროს ბირჟაზე” დაფიქსირდა. იმერეთის გუბერნატორის
თქმით, ინფიცირებულია თანამშრომლების 70%. ამ დროისათვის ობიექტი დახურულია.
“ძირითადად არიან ის ადამიანები, რომლებზეც ჩვენ უკვე გვქონდა ინფორმაცია. არიან წინა ინფიცირებულების კონტაქტები, რომლებიც უკვე თვითიზოლაციაში იმყოფებიან და უკვე გაიტესტენ,”-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
შალამბერიძის თქმით, ვირუსის ძირითადი გამავრცელებელი არის დიდი სავაჭრო ცენტრები, თუმცა, ამ ეტაპზე მათი დახურვა არ იგეგმება.
ახალი შემთხვევების ნაწილი დაფიქსირდა ასევე იმერეთის მუნიციპალიტეტებში.