საქართველოში კოვიდ 19-ისაგან კიდევ ორი პაციენტი
გარდაიცვალა. ორივე მათგანი ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” მკურნალობდა. გარდაცვლილია 78 წლის ქალი და 72 წლის კაცი. კლინიკის ინფორმაციით, ორივე მათგანს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა. პაციენტები კლინიკაში დადასტურებული კოვიდ 19-ით 15 და 16 სექტემბერს შემოიყვანეს. ერთი მათგანი იმერეთიდანაა, ხოლო მეორე აჭარიდან.
“78 წლის ქალბატონს ორმხრივ მწვანე პნევმონიასთან ერთად, აღენიშნებოდა ქრონიკული უკმარისობა, ჰიდროპერიკარდიუმი და ხორხის სიმსივნე. რაც შეეხება 72 წლის მამაკაცს, მას ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, კარდიომიოპათია და ორმხრივი ჰიდროთორაქსი აღენიშნებოდა. მედიკოსების მაქსიმალური მცდელობისა და გატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა,”-ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს კლინიკური მენეჯერი, მამია ყიფიანი.
ამ დროისთვის კლინიკაში 90 კოვიდდადებით პაციენტს უტარდება მკურნალობის კურსი. ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.