იმერეთში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ყველაზე მეტი შემთხვევები კვლავ აჭარაში ფიქსირდება.
“აჭარა კვლავ ლიდერია 241 შემთხვევა გვაქვს, იმერეთში-98, თბილისში-62 ახალი შემთხვევა, სამეგრელო ზემოსვანეთი-15, სამცხე ჯავახეთი-9, გურიასა და შიდა ქართლში-7 ახალი შემთხვევა გვაქვს, კახეთში-2, იმპორტირებული 6 შემთხვევა გვაქვს”,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 448 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 299 პაციენტი. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 6640-ს შეადგენს.
გარდაიცვალა მეორმოცე პაციენტი. 81 წლის მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. აღენიშნებოდა თანხმლები დაავადებები, ორმხრივი პნევმონია.