ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას
61 პაციენტი აგრძელებს. კლინიკის ინფორმაციით, მათ შორის 27 ბავშვია და 34 მოზრდილი.
კლინიკამ გუშინ 2 ინფიცირებული მიიღო. პაციენტები უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან.
კლინიკაში ამბობენ, რომ ორი პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. არიან საშუალო სიმძიმის პაციენტები, რომელთაც სხვადასხვა გამოხატული სიმპტომები აქვთ, მათ შორის ტემპერატურა, გემოსა და ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა.
კლინიკაში დღეს სამი განმეორებითი, ხოლო ექვსი პირველადი პისიარ ტესტი ჩატარდება. უარყოფითი პასუხების შემთხვევაში, კლინიკას სამი გამოჯანმრთელებული დატოვებს.