იმერეთში კორონავირუსის 14 ახალი
შემთხვევა დადასტურდა.
იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ყველა მათგანი უკვე არსებულ კლასტერებს უკავშირდება. ინფიცირებულების ნაწილი კარანტინში, ხოლო ნაწილი თვითიზოლაციაში იყო.
იმერეთის კლინიკებში 288 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
იმერეთში კორონავირუსზე გუშინ სულ 1324 ტესტი ჩატარდა.