იმერეთში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა
დადასტურდა. იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, შემთხვევების ნაწილი ე.წ “ოქროს ბირჟისა” და მაღაზიის უკვე არსებულ კლასტერებს უკავშირდება. ჯერ-ჯერობით უცნობია 11 ახალი შემთხვევის ინფიცირების პირველწყარო.
გუშინ იმერეთის ლაბორატორიაში 1303 ანალიზი გაკეთდა.
ამ დროისთვის კოვიდკლინიკებში 300 ადამიანია მოთავსებული. 160-მდე იმერეთის პაციენტია.
“აქტიურად გადაგვყავს ასევე პაციენტები კოვიდსასტუმროებში. დაახლოებით 24 ნომრამდე უკვე დაკავებულია. გავაგრძელებთ ამ სისტემით მუშაობას,”-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.