ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” კორონავირუსისაგან 3 წლის ბავშვი
გამოჯანმრთელდა. კლინიკისათვის აღნიშნული პაციენტი პირველი გამოჯანმრთელებულია და ის ქობულეთიდანაა.
კლინიკაში 83 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. მათ შორის 14 ბავშვი, 8 ორსული და 1 მელოგინეა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მძიმედ ფასდება აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადმოყვანილი ხანდაზმული ქალის მდგომარეობა. კლინიკაში კოვიდ 19-ისაგან ორი პაციენტი გარდაიცვალა.