ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში დილიდან კოვიდ 19-ზე ტესტირება
მიმდინარეობს. საველე ლაბორატორიაში სწრაფი ტესტის ჩატარება იმ პირებს შეუძლიათ, რომლებსაც ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდათ ან საეჭვო სიმპტომები აღენიშნებათ.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გოჩა გიორგიძე განმარტავს, განსაკუთრებით ტესტირება უნდა ჩაიტარონ მათ, ვინც ბოლო პერიოდში მოგზაურობდნენ აჭარის რეგიონში, მათ შორის პედაგოგებმა.
PCR ტესტირება მოქალაქეებისათვის უფასოა.
ბოლო 24 საათში იმერეთში კოვიდ 19-ის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქუთაისში ჯამში 23 პედაგოგია ინფიცირებული.
ქუთაისში “ვენდისის” კლასტერი არ გაფართოებულა.