“ქუთაისის ჩაკეტვა არ განიხილება,”-ამის შესახებ
იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ბოლო 24-საათში იმერეთის ლაბორატორიაში ვირუსის 28 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდასტურდა 32-ე საჯარო სკოლის მასწავლებლებს, “ვენდისის” თანამშრომლებს და ქუთაისის მერიის ააიპის თანამშრომელს.
ცენტრალურ ბულვარში დილიდან მოწყობილია საველე ლაბორატორია, სადაც მსურველებს PCR ტესტის ჩატარება შეუძლიათ.
საქართველოში ვირუსის 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა.