გასული 24 საათის განმავლობაში იმერეთში

კოვიდ 19-ის 28 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელმა გოჩა გიორგიძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული შემთხვევები ე. წ ცაგერის კლასტერთანაა დაკავშირებული. 

“ყველა ჩვენთან დადასტურებულ შემთხვევების კონტაქტებზე მიდის აქტიური მუშაობა. შემთხვევების რაოდენობიდან გამომდინარე, დამატებით ჩაერთო იმერეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველა ეპიდემიოლოგიური ჯგუფი. ამ 24 საათის განმავლობაში იდენტიფიცირდა კონტაქტების დიდი ნაწილი. თითქმის სრულყოფილად არის იდენტიფიცირებული ყველა კონტაქტი. ზოგი იზოლაციაშია, ზოგი კარანტინშია გადაყვანილი. კვლავ მიმდინარეობს ახლო კონტაქტების კვლევა. გუშინ 80-მდე კვლევა გაკეთდა, დღესაც გრძელდება,”-განაცხადა გოჩა გიორგიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *