ქუთაისში 32-ე სკოლის 21 თანამშრომელს კორონავირუსი
დაუდასტურდა. ინფიცირებულებს შორის არიან დირექტორი და დირექტორის მოადგილე. კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
ჯერ-ჯერობით უცნობია, სად გადაჰყავთ ინფიცირებულები.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს, სადაც კოვიდის მქონე პაციენტებს ათავსებენ, ამ დროისთვის ადგილი არ აქვს.