ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის თანამშრომელს
კოვიდ 19 დაუდასტურდა. როგორც სკოლის დირექტორის მოადგილე ნათია ხაზარაძე აცხადებს, ინფიცირებული სკოლის საქმეთა მმართველია. მისივე განმარტებით, ინფიცირებულთან შემხებლობა თითქმის ყველა მასწავლებელსა და თანამშრომელს ჰქონდა. მათ ტესტირება უკვე ჩაუტარდათ და თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცათ.
რაც შეეხება სასწავლო პროცესს, 32-ე საჯარო სკოლაში სწავლა 1-ლ ოქტომბრამდე გადაიდო.
“ინფიცირებული საავადმყოფოში მისი ნებით მივიდა. ტესტირება სკოლის ყველა თანამშრომელმა გაიკეთა. ველოდებით ტესტირების პასუხს. რეკომენდაცია გვაქვს, რომ თვითიზოლაციაში იყვნენ მასწავლებლები. სკოლაში ვარ მხოლოდ მე და დირექტორი, ვინაიდან სასწრაფო დოკუმენტაცია გვაქვს მოსაწესრიგებელი. სკოლის დირექციის გადაწყვეტილებით და რესურსცენტრთან შეთანხმებით, სკოლა გადაიდო პირველ ოქტომბრამდე. 20 სექტემბერს მასწავლებლების ხელახალი ტესტირება მოხდება. ვინაიდან საქმეთა მმართველო იყო, მასთან შემხებლობა ყველა მასწავლებელს ჰქონდა,”-ამბობს ნათია ხაზარაძე.
ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”