ქუთაისის ცენტრალურ ბაღში
საველე ჰოსპიტალი მოეწყობა, სადაც მოქალაქეებს სწრაფი ტესტის ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ.
როგორც დაავადებათა ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გოჩა გიორგიძე განმარტავს, იმის გამო, რომ ქუთაისში რამდენიმე ათეული კოვიდით 19-ით დაინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და იმერეთის სამსახრეო ადმინისტრაციის ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე მოსახლეობისთვის PSR ტესტირების ჩატარება გადაწყდა.
,, მოქალაქეებს, რომლებსაც ჰქონდათ შეხება ბათუმთან, სარფთან და სხვა სარისკო ქალაქებთან ან რეგიონებთან, შეუძლიათ მოვიდნენ და გაესინჯონ. ყველას, ვინც არის რისკ-ჯგუფში, ვისაც აქვს ეჭვი, რომ შეიძლება იყოს ვირუსის მატარებელი, აქვს შანსი ჩაიტაროს სწრაფი გამოკვლევა, ეს ხელს შეუწყობს ინფიცირების შემთხვევების დროულ გამოვლენას და ვირუსის მასშტაბური გავრცელების თავიდან აცილებას”, – ამბობს გოჩა გიორგიძე.