ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით
კიდევ სამი პაციენტი მოათავსეს. ორი მათგანი კლინიკაში გუშინ, გვიან ღამით აჭარიდან შეიყვანეს.
კიდევ ერთი პაციენტი საავადმყოფოში დილით შეიყვანეს. შუახნის კაცი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.
კლინიკაში მკურნალობას 17 პაციენტი აგრძელებს.
საავადმყოფომ ჯამში 91 კოვიდინფიცირებული პაციენტი მიიღო. ჯამში 73-მა ვირუსი დაამარცხა.