საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა
გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1830 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 9-ით გაიზარდა და ამ დროისთვის 1334-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 390 პირი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.