ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი პაციენტი
გამოჯანმრთელდა. მათ კოვიდ 19-ზე განმეორებითი ტესტი ჩაუტარდათ, რამაც უარყოფითი პასუხი აჩვენა. პაციენტებმა კლინიკა უკვე დატოვეს.
ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობას ერთი პაციენტი აგრძელებს. 61 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ბაზრობაზე მუშაობდა, საშუალო სიმძიმისაა. მას პნევმონია აქვს და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
კლინიკაში სულ 52 პაციენტი გამოჯანმრთელდა.