სამტრედიაში კიბოს უფასო სკრინინგ პროგრამა ხორციელდება. კვლევას ეროვნული სკრინინგ ცენტრის
ექიმების მობილური ჯგუფი ატარებს.
კვლევით დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს უფასო სკრინინგული გამოკვლევები ჩაიტარონ. უფასო აქცია დასავლეთ საქართველოს მასშტაბით მეორე კვირაა მიმდინარეობს და ზესტაფონის, ბაღდათისა და მათ მუნიციპალიტეტებში შემავალი სოფლების მოსახლეობასაც უტარდება.
ძუძუს უფასო კვლევა, ითვალისწინებს მამოგრაფიას და მამოლოგის გასინჯვას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ექოსკოპიურ კვლევას და ბიოფსიას და ციტოლოგიურ კვლევას. სახელმწიფო პროგრამით უფასო სკრინინგის მომსახურება თითოეული კომპონენტით შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფებით განისაზღვრება: ძუძუს უფასო სკრინინგი 40–დან 70 წლის ჩათვლით ასაკის პაციენტებს უტარდებათ;
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი განკუთვნილია 25–დან 60 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის;
მსხვილი ნაწლავის სკრინინგი 50–დან 70 წლამდე ასაკის(ქალებსა და კაცებს) ბენეფიციარებს ჩაუტარდებათ.