ქუთაისში კოვიდინფიცირებული ქალის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის
ეროვნული ცენტრის იმერეთის ორგანიზაციის ხელძღვანელის, გოჩა გიორგიძის თქმით, ამ დროისთვის 25 კონტაქტია დაფიქსირებული. მისივე განმარტებით, ინფიცირებულს ოჯახის 7 წევრი ჰყავს, რომლებიც, შესაძლოა, კარანტინში მოათავსონ. მათ შორის ერთი ასაკოვანია.
“მთელი ღამის განმავლობაში ვმუშაობდით კონტაქტების დადგენის მიზნით. ამ კონკრეტული შემთხვევის 25-მდე კონტაქტი უკვე იდენტიფიცირებული გვყავს. ყველა კონტაქტზე თვითიზოლაციასთან დაკავშირებით ზომები მიღებულია. პარალელურად მიმდინარეობს ახლო კონტაქტების მოძიება. დაინფიცირების სავარაუდო წყარო იდენტიფიცირებულია, თუმცა, მიმდინარეობს კვლევები,”-ამბობს გოჩა გიორგიძე.
გოჩა გიორგიძე განმარტავს, რომ კლიენტები, რომლებსაც ბაზრობაზე 61 წლის ქალი ემსახურებოდა, მაღალი რისკის ჯგუფში არ შედიან, რადგან მათი კონტაქტის ხანგრძლივობა მცირეა.