ქუთაისში “კლინიკა ბომონდი”-ს ცხელების ცენტრში 6 საეჭვო პაციენტს
იკვლევენ. პაციენტებიდან სამი აფხაზეთის მკვიდრია, მათ შორის ერთი 34 კვირის ორსული ქალია, რომელიც ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გამო, ექიმთან ვიზიტს ვერ ახერხებდა. კვლევაზე მყოფი დარჩენილი სამი პაციენტი იმერეთის რეგიონის მკვიდრები არიან.
პაციენტებმა ცხელების ცენტრს საკუთარი სურვილით, ტემპერატურული რეაქციით მიმართეს.
მოგზაურობის ისტორია არც ერთ მათგანს არ აქვს.
საეჭვო პაციენტების ლაბორატორიული კვლევის შედეგები გვიან ღამით გახდება ცნობილი.
ამ დროისათვის “კლინიკა ბომონდი”-ს ცხელების ცენტრში გამოკვლეული 300-ზე მეტი პირიდან კორონავირუსი არც ერთ მათგანს დაუდგინდა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე