ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ 19-ით კიდევ ერთი
პაციენტი მოათავსეს. 41 წლის ქალი ბათუმის ცხელების ცენტრიდან გადმოიყვანეს. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
კლინიკაში მკურნალობას კოვიდინფიცირებული 7 პაციენტი აგრძელებს. ქუთაისის ინფექციურში ჯამში 42 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 895 შეადგინა. 2-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და ამ დროისთვის 741-ს შეადგენს.
ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”