ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ 19-ზე ტრაილერის მძღოლებს
ამოწმებენ. ბოლო 24 საათში კლინიკაში 2 მძღოლი შემოწმდა. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას 6 პაციენტი აგრძელებს. კლინიკაში ამბობენ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საავადმყოფოში 42 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 888 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის გამოჯანმრთელდა 731 პირი. გარდაიცვალა 14. კარანტინის რეჟიმში 2710 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 267. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ შექმნილ ვებ-გვერდზე წერია.
ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”