კორონავირუსის გამო ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში წესები გამკაცრდა. როგორც
პანსიონატის დირექტორმა მალხაზ ბადირეიშვილმა რადიო ,,ძველ ქალაქთან” საუბრისას განაცხადა, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებასთან ერთად დროებით შეიზღუდა მნახველების ვიზიტებიც.
,,დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მოგვივიდა რეკომენდაციები და მას ვასრულებთ. შესაბამისად, შეიზღუდა როგორც ბენეფიციარების გარეთ გასვლა, ისე მნახველების ვიზიტიც. ეს არ ეხება სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. ბენეფიციარები გაგებით მოეკიდნენ შეზღუდვებს და მაქსიმალურად იცავენ რეკომენდაციებს. ჩვენთან მოდიონდნენ სკოლებიდან, ბაღებიდან და ღონისძიებებს ატარებდნენ, მაგრამ ესეც შეიზღუდა. ამასთან ერთად რათქმაუნდა ტარდება სადეზინფექციო სამუშაოებიც”.- განაცხადა მალხაზ ბადირეიშვილმა.
ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში 90 ბენეფციარი ცხოვრობს.